|
2018-04-30 15:45:15, 1597 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მარტში მშპ-ს საშუალო ზრდამ 5.6% შეადგინა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიდმიტრი ქუმსიშვილმა, მარტში ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც ზრდის მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა. მისი თქმით, მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა ძირითადად შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, უძრავი ქონება. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% (იანვარი - 4.4%; თებერვალი - 5.5%) შეადგინა. ამასთან, პირველი ვიცე-პრემერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. 2018 წლის მარტში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 786 ერთეულს გაუტოლდა. „მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალი პოზიციები ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ქუმსიშვილმა ბრიფინგზე მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პოზიტიურ დინამიკაზეც ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, კერძოდ, მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.3 პროცენტით (56.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 236.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე ეკონომიკის ზრდის სხვა ფაქტორებზე ისაუბრა, მათ შორის წმინდა ფულადი გზავნილების მაღალ მაჩვენებელზე, მან ასევე აქცენტი გააკეთა საგარეო ვაჭრობის დადებით დინამიკაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)