12:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 15:23:50, 711 ნახვა

რეგიონი
კურორტ გოდერძის განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის ენის შემსწავლელი კურსები იწყება

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები წელსაც გრძელდება. მაისიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდებისთვის მნიშვნელოვან ტრენინგებს იწყებს. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში რეგიონში მოქმედი 30 დამწყები და მოქმედი გიდი ბათუმის, ქედის ღვინისა და მაჭახელას ტურიტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდება. თეორიულ-პრაქტიკული კურსი  აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებს. 

თითოეულ მარშრუტზე ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ. ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილები იქნებიან კურსის თეორიული და პრაქტიკული მასალებით. 

გიდებისგან განსხვავებით, წელს პირველად იწყება ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგები მაღალმთიან აჭარაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისურ ენას საბაზისო დონეზე შეასწავლის. თვენახევრიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები სტუმარ-მასპინძლობისთვის აუცილებელ საკომუნიკაციო ინგლისურს ისწავლიან, რაც სტუმრის მიღებისთვის, გამასპინძლებისა და სერვისების შეთავაზებისთვის აუცილებელ ტერმინოლოგიას მოიცავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიზანია მთიან აჭარაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე ნელ-ნელა გამოსწორდეს ენის ბარიერი, რაც საოჯახო ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებსა და მოგზაურებს ერთმანეთთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. კურორტ გოდერძის შემდეგ ტრენინგები იმ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება, სადაც ტურისტთა ნაკადები მზარდია.  

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გასულ წელს 500-მდე ადამიანი გადაამზადა. მათ შორის იყო 100-მდე გიდი მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics