2018-04-30 13:52:48, 2084 ნახვა
მსოფლიო
მორიგი ტერაქტი ავღანეთში - დაღუპულია 11 მოსწავლე
ავღანეთის პროვინცია კანდაგარში თვითმკველი ტერორისტის თავდასხმის შედეგად სკოლის 11 მოსწავლე დაიღუპა, - ამის შესახებ Tolo News იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე რუმინელი ჯარისკაცების კონვოი იყო, რომლებიც ავღანეთში ნატო-ს მისიის ფარგლებში იმყოფებიან.
მედიის ცნობით, აფეთქების დროს 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ცნობისთვის, დღეს დილით ავღანეთში ორმაგი ტერაქტი უკვე მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ავტორი: ,