|
2018-04-30 11:24:59, 1993 ნახვა
მსოფლიო
NDI - გამოკითხულთა 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს. NDI-ს ცნობით, გამოკითხულთა 29% აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს, ხოლო 27%-მა არ იცის. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას (საკრებულო, მერია, გამგეობა), გამოკითხულთა 40% არ ეთანხმება მოსაზრბეას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს, 35% - ეთანხმება, ხოლო 24%-მა არ იცის. გარდა ამისა, გამოკითხულთა 51% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საჯარო ინსტიტუტებში (საჯარო რეესტრი, სახელმწიფო საავადმყოფოები, სკოლები) კორუფციის პრობლემა არსებობს, 29% - ეთანხმება, 19%-მა კი, არ იცის. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)