2018-04-29 17:31:52, 2262 ნახვა
მსოფლიო
ერაყში 19 რუს ქალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ერაყში 19 რუს ქალს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში დასდეს ბრალი და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალები ტერორისტული ორგანიზაციის წევრებზე იყვნენ დაქორწინებული.
შეგახსნებთ, აპრილში ამავე ბრალდებით სამუდამო პატიმრობა შვიდ ქალს მიუსაჯეს. მათ შორის ორი რუსი იყო.
რუსული მედია იუწყება, რომ ამ დროისთვის ერაყის ციხეში 50-70-მდე რუსეთის მოქალაქე ქალი რჩება. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ნაწილმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები სამხედრო მოქმედებების დროს თავად გაანადგურა.
ავტორი: ,