2018-04-29 16:54:31, 2389 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პომპეო: ირანი რეგიონში დესტაბლიზაციის შემქმნელი და ტერორიზმის დამფინანსებელია
ირანი რეგიონში დესტაბლიზაციის შემქმნელი და ტერორიზმის დამფინანსებელია. ამის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეულმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ერ-რიადში პირველი ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მის ევროპელ მოკავშირეებთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხი მოგვარდეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ არსებული ფორმით წარმოდგენილი გარიგება ნდობას არ იმსახურებს.
პრესკონფერენციაზე პომპეომ დონალდ ტრამპის ნათქვამი კიდევ ერთხელ გაიმეორა და აღნიშნა, რომ შესაძლოა აშშ-მ ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვოს.
ავტორი: ,