2018-04-29 13:44:59, 1951 ნახვა
სამართალი
5 თვის წინ მოკლული კობა პაპიშვილის მამა დანიაში გარდაცვლილი იპოვეს
დანიაში საქართველოს მოქალაქე გელა პაპაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი ერთ-ერთ პოლონურ ფირმასთან თანამშრომლობდა და სატვირთო ავტომანქანის მძღოლად მუშაობდა.
პაპაშვილი 26 აპრილს ახლობელმა იპოვა და სამართალდამცავებს შეატყობინა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანიის საკონსულო საქმის კურსშია და კონტაქტზეა ოჯახთან.
ცნობისთვის, გარდაცვლილი 5 თვის წინ მოკლული კობა პაპიშვილის მამაა.
ავტორი: ,