00:34 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 18:51:56, 2329 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რადგან ის ძალიან წარმატებულია

„თითქმის ყველა მეწარმეს  შევხვდი, ვინც აქ არის წარმოდგენილი და ვნახე, რომ მათ ნამდვილად აქვთ გაყიდვები.  ამ ადამინებს არაერთი სამუშაო ადგილი აქვთ შექმნილი თავისი ნიჭით, თავისი მონდომებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას, რადგან ის ძალიან წარმატებულია და შესაბამისად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მეწარმეებს, რომ მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე  ქართული სამეწარმეო მარკეტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მარკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით ეწყობა და მასში, ძირითადად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

„მიმდინარე გამოფენა-გაყიდვაზე 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც ძირითადად  „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ბენეფიციარები არიან. მარკეტის გამართვის ამოცანა, რა თქმა უნდა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციაა. წელს ძალიან კარგი ადგილი გვაქვს შერჩეული, რომელიც ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 344 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 850 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა ჯამში 436  მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით უკვე შეიქმნა 13,000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics