2018-04-28 13:28:31, 2520 ნახვა
მსოფლიო
ბაქოში Trump Tower-ის შენობაში ხანძარია
ბაქოში Trump Tower-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულებზე გავრცელდა. დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ცნობა ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სააგენტო იტყობინება, რომ Trump Tower Baku-ში სულ 33 სართულია და მისი სიმაღლე 130 მეტრს შეადგენს. ეს აზერბაიჯანის დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ნიუ-იორკში მდებარე Trump Tower-ის შენობაში აპრილის დასაწყისშიც გაჩნდა. აღნიშნული ინციდენტის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 მეხანძრე დაშავდა.
ავტორი: ,