|
2018-04-28 12:42:15, 1581 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე უგულავას პლაკატების ჩამოხევაზე: მმართველი პარტიის ინტერესებში ამ სისულელეების კეთება არ არის
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვანსა და ხონში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წერვი რეგიონში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი უგულავას ბანერების ჩამოხევასაც გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, მმართველი პარტიის ინტერესებში მსგავსი სისულელეების კეთება არ არის. "ძალიან დიდი ხანია ამ ადამიანმა დაიწყო საარჩევნო კამპანია და არც ერთი მისი გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა შეფერხებული. პირიქით იყო ხელშეწყობა ყველა მხრიდან, რომ საარჩევნო კამპანია ყოფილიყო გამჭვირვალე. დღეს, ბოლო დღეს ვიღაცამ ბანერი ჩამოხია, ვიღაცამ პლაკატი ჩამოხია და როგორც ჩანს მართლაც ასეა, რომ უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში მიდის ყველაფერი. ვის ინტეერესშია ბანერის თუ პლაკატის ჩამოხევა და ვინ გააკეთა - არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, თუმცა ნამდვილად არ არის მმართველი პარტიის ინტერესებში ამ სისულელეების კეთება", - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)