|
2018-04-28 12:32:49, 1845 ნახვა
კომენტარი
გივი ჭიჭინაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში ბარათებისა და განცხადებების გარეშე
„ჩვენ არავის არ ვუჩვენებთ არანაირ ბარათებს და დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში ბარათების გარეშე“, - ამის შესახებ ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „მშვიდად და წყნარად მიდის, ყველა კანდიდატს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფალ, მშვიდ გარემოში ჩაეტარებინა თავისი წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ გეგმები რაც გვქონდა, იმ გეგმების განხორციელებას გავაგრძელებთ. მესამე წელია, ვმუშაობ აქ, გუბერნატორი გავხდი და 2021 წლამდე ყველა პროექტი გაწერილი გვაქვს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ. ცნობისთვის, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)