|
2018-04-28 11:39:36, 1417 ნახვა
კომენტარი
კახაბერ მჟავანაძე: ამ წუთისთვის ვანსა და ხონში ამომრჩევლების აქტივობა 10%-ს შეადგენს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის კახაბერ მჟავანაძის ინფორმაციით, ვანსა და ხონში მიმდინარე საპარლამენტო შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლების აქტივობა 10%-ს შეადგენს. როგორც საარჩევნო კომისიის წევრმა აღნიშნა, ყველა უბანი ექსცესების გარეშე გაიხსნა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. "8 საათზე გაიხსნა 31-ვე უბანი ექსცესების გარეშე. საარჩევნო პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს. ამ წუთისთვის 2 450 ამომრჩეველია მოსული უბანზე, რაც 9-10%-ს შეადგენს აქტივობის. შეიძლება ითქვას, რომ ეს აქტივობა მაღალია. აღსანიშნავია, რომ არც ერთი საჩივარი უბანზე არ დაწერილა", - განაცხადა მჟავანაძემ. ცნობისთვის, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)