04:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 20:35:14, 2324 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს სადაზვერვო კომიტეტმა ტრამპსა და რუსეთს შორის კავშირი ვერ იპოვა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა ვერ იპოვა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის მტკიცებულება- ამის კომიტეტის მიერ გავრცელებულ „რუსული საქმის“ ანგარიშში ვკითხულობთ. 

ანგარიში 130 გვერდს მოიცავს, თუმცა აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ფურცელი გასაიდუმლოებულია.

დოკუმენტში ეჭვქვეშ არ აყენებენ იმ ფაქტს, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე რუსეთი განსაკუთრებით ერევა აშშ-სა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების შიდა პოლიტიკაში. 
ანგრიშში ნათქვამია, რომ აშშ უნდა დაეხმაროს ევროპის ქვეყნებს, შეამციროს მათი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ხელი შეუშალონ მოსკოვს, გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი მათი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა ვერ იპოვა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის მტკიცებულება და მეტიც, კომიტეტში აღნიშნავენ, ორივე საარჩევნო შტაბმა, არაგონივრული გადაწყვეტილებები მიიღეს.

კომიტეტის წევრებმა ამერიკული სპეცსამსახურების 2016 წლის ანგარიში გააკრიტიკეს, სადაც ეწერა, რომ რუსების მიზანი იყო ხელი შეეშალათ კლინტონისთვის, რათა ტრამპს მოეგო. კომიტეტში აცხადებენ, რომ რუსეთი ჩაერია იმიტომ, რომ "ამერიკელებს შორის კონფლიქტი წარმოქმნილიყო".

შეგახსენებთ,  რომ 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ს ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics