10:26 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 18:52:39, 2188 ნახვა

სამართალი
პროკურატურა მურთაზ ზოდელავას გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოდალავასადმი დასმული კითხვები უკავშირდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს  „ტელეიმედის“  გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შექმნას, ამ მიზნით სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებების თანამდებობის პირთა მხრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს.  შედეგად, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და „ტელეიმედს“ 2007 წლის 8 ნოემბრის თარიღით შეუჩერა სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედება.

საუბარია „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების დარღვევაზე.

" გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოძიების კითხვები შეეხებოდა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მქონე პირების დავალებით, მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების მიერ განხორციელებული ზეწოლითა და სახელმწიფო რესურსების არაკანონიერად გამოყენებით, გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის ყველა ძირითადი ქონების, მათ შორის 2008 წლის 19 თებერვალს, „ტელეიმედისა" და „რადიოიმედის", ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კონტროლს ქვეშ უკანონოდ გადასვლის ფაქტებს. 
შეგახსენებთ, რომ მ.ზ. 2007 წლის 7-8 ნოემბერს, მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსის, ხოლო 2008 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობებზე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics