2018-04-27 18:02:31, 2259 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში სკოლაზე თავდასხმის დროს 7 მოსწავლე დაიღუპა, 19 კი, დაიჭრა
ჩინეთში დანით შეიარაღებულმა პირმა შვიდი მოსწავლე მოკლა, 19 კი – დაჭრა. შემთხვევა, ჩინეთის პროვინცია შენსიში მოხდა.
BBC-ის ცნობით, თავდამსხმელი 18 წლისაა და ამავე სკოლის მოსწავლე იყო.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლთა უმრავლესობა გოგონაა, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან სწრაფად გაქცევა ვერ შეძლეს.
სამართალდამცავებმა თავდამსხმელი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით მას სკოლაზე შურისძიება სურდა.
ავტორი: ,