00:34 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 17:32:56, 2070 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჭირაქაძე: ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე, განხილვის მთავარი თემა ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები იყო, რომლის მიხედვითაც სესხების გაცემა მკაცრდება.

 ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება. ჭირაქიზე იმედოვნებს, რომ სებ-ი პოზიციებს შეიცვლის.

 „ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტთან და მას ვესაუბრეთ ჩვენ  მოსაზრებებთან დაკავშირებით. ვაპირებთ, რომ ძალიან მჭირდოდ ვიმუშაოთ ეროვნულ ბანკთან და ვისუბროთ იმ საკითხებზე რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ  არასწორია. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია და იმედი გვაქვს, ამ საუბრის შემდეგ შევძლებთ შევაცვლევინოთ რაღაც პოზიციები ეროვნულ ბანკს და ამავდროულად მივიღოთ კარგი შედეგი”, - განაცხადა ჭირაქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა იზღუდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics