2018-04-27 16:02:18, 1968 ნახვა
სამართალი
207-ე საჯარო სკოლაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - 1 მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი
თბილისში, სანზონაში მდებარე 207-ე საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასელებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შემთხვევის შედეგად ერთმა მოზარდმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდს დაზიანება ტუჩის მიდამოში აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ავტორი: ,