12:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 15:04:33, 951 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კონფერენციას - „დაბერება საქართველოში, გამოწვევები და პერსპექტივები“ დაესწრო

დღეს, ქობულეთში, სასტუმრო ,,ჯორჯია პალასში“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, თემაზე - ,,დაბერება საქართველოში, გამოწვევები და პერსპექტივები“ კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა ხანდაზმულთა პრობლემების აქტუალიზაცია და მათი ინტერესების ადვოკატირება.

კონფერენციას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწრო.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო 60 და 65 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისათვის ახორცილეებს. საპენსიო ასაკის მოქალაქეებისათვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური დაცვის მიმართულებით ხუთ პროგრამას ახორციელებს, ისინი ასევე არიან ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მოსარგებლეები.

კონფერენციის მსვლელობისას მოხდა დაბერების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება, პარტნიორული ქსელის ჩამოყალიბება და ხელისუფლებასთან თანამშრომლობითი ურთიერთობების ინიცირება. კონფერენციას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics