04:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 13:43:31, 2220 ნახვა

მსოფლიო
ისრაელში წყალდიდობას 10 მოზარდი ემსხვერპლა

ისრაელის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას 10 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 25 წევრიანი ჯგუფიდან, მაშველებმა 15 მათგანის გადარჩენას შეძლეს.

„თხუთმეტი პირი მაშველებმა გადაარჩინეს. ზოგიერთმა თავისი ძალებით შეძლო ძლიერი ნაკადიდან გამოსვლა“, - ნათქვამია სამაშველო სამსახურის განცხადებაში.

გადარჩენილები ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოში პირველად დახმარებას გადიან. 

ჯგუფი არმიისთვის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, მკვდარი ზღვის სიახლოვეს ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 26 აპრილს ნაჰალ ცაფიტში (Nahal Tsafit), მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 10 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ისრაელის ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics