|
2018-04-27 12:36:04, 3229 ნახვა
კომენტარი
გამრეკელაშვილი: საპატრიარქოს სურს, დასაჯოს პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია, მაგრამ კანონი არ ვრცელდებოდეს სასულიერო პირებზე
თეოლოგის მირიან გამრეკელაშვილის შეფასებით, „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“ კანონი, მიღების შემთხვევაში მის სამართლიან გამოყენებას გამორიცხავს. როგორც გამრეკელაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეს კანონი სხვათა ჩაგვრის მექანიზმად იქცევა. "სამყაროში, სადაც უკვე მწერებისა და ერთუჯრედიანი არსებების უფლებათა დეკლარაციაც კი არსებობს, ხოლო ადამიანური თვითობის ნებისმიერი გამოხატულების ფორმა ხელშეუხებლად ცხადდება, არავინაა შეზღუდული ისწრაფვოდეს არ შეილახოს მისი ესა თუ ის უფლება. საქართველო არის ქვეყანა, სადაც რელიგია ყველა ეპოქაში იყო აქტუალური საკითხი და ამ ფენომენს ვერც თანამედროვეობა გადაურჩება. თუმცა სწორედ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ხშირად ვდგებით ფაქტის წინაშე, თუ ერთმანეთის რწმენის პატივისცემის კულტურის რაოდენ დიდ დანაკლისს განიცდის საზოგადოება. გამოხატვის თავისუფლება ხშირადაა გამოყენებული ადამიანთა კოლექტიური მახასიათებლის უხეშად მოპყრობისა და თვით შეურაცხყოფის სასარგებლოდ. შესაბამისად, შორიდან რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ კანონის მიღება ბუნებრივად შეიძლება მოგვეჩვენოს. თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ კონტექსტსა და დეტალებს", - განაცხადა გამრეკელაშვილმა. თეოლოგის განმარტებით, ამგვარი კანონპროექტის მიზანი საპატრიარქოს ინტერესების დაცვაა. "ეს არ არის ამგვარი კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა. ის სხვადასხვა ფორმითა და დატვრთვით, 2013 წლის შემდეგ რამდენჯერმე იქნა ინცირებული საქართველოს პარლამნეტში. თუმცა ერთი გამონაკლისის გარდა, ყოველ ჯერზე ამოსავალი წერტილი იყო ექსკლუზიურად საქართველოს საპატრიარქოს ინტერსების დაცვა. ინიციატივებსაც სწორედ ამგვარი მოვლენა: საპატრიარქოსთან ხელოვნების, ჟურნალისტების თუ სხვათა დაპირისპირება უსწრებდა წინ. მსგავსი ინიციატივა არ გაჟღერებულა მაგალითად, ქობულეთში მუსლიმური სასწავლებლის კარზე ღორის თავის მიჭედების ან სხვა მსგავსი შემთხვევისას, სადაც მჩაგვრელი გაბატონებული ჯგუფის წარმომადგენელი იყო. მოცემული სიტუაციაც იდენტურია: საპატრიარქოს სურს დასაჯოს ჟურნალისტი და პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია, თუმცა ვერ ახერხებს ამას არარსებული საკანონმდებლო ბაზის გამო, მაგრამ მისი სურვილია კანონი არ ვრცელდებოდეს სასულიერო პირებზე და მათ მიერ ქადაგებისას წარმოთქმული ლანძღვა-გინება არ ჩაითვალოს დისკრიმინაციათ. შემაჯამებლად რომ ვთქვათ, კანონის უკიდურესად შერჩევითი ხასიათი უკვე გამორიცხავს, მის სამართლიან გამოყენებას და იგი იქცევა აშკარად სხვათა ჩაგვრის მექანიზმად. მეორეს მხრივ რელიგიური გრძნობები ფართო ცნებაა და შეუძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება იურიდიული თვალსაზრიზით", - აღნიშნა მან. გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ უფრო ეფექტური გამოსავალი ურთიერთპატივისცემის კულტურის ხელშეწყობა იქნებოდა, რომელიც მისივე თქმით, სიცხადით, დიალოგით და სხვათა ღირებულებების დაფასებით მიიღწევა. "საქართველოში არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასევე სხვა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას სულიერი ფასეულობების დაცვის მიზნითაც, თუ ამას კომპეტენტური იურისტები განახორციელებენ. თეოლოგიური თვალსაზრისით თავად განსაზღვრება “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, უკვე ფიქციაა, რამეთუ რელიგიური აზროვნება წარმოადგენს დინამიურსა და დროში განგრძობილ პროცესს, რომლის დროსაც, მუდმივად არსებობენ ერთმანეთისგან განსხვავაბეული ხედვების მქონე ჯგუფები. თუმცა საბოლოო საზრიზებს, სწორედ ამ დაპირისპირებათა პროცესი იძლევა. შესაბამისად ამ სიტუაციაში იურიდიული მიდგომა არ მუშაობს", - განაცხადა მირიან გამრეკელაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანია. იმ მოტივით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასახვეწია, კომიტეტმა კანონპროექტი კენჭისყრიდან მოხსნა. კვიციანის ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 155-ე პრიმა მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე, ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე. ასევე, კანონპროექტის მიხედვით რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)