|
2018-04-27 11:09:29, 1692 ნახვა
ეკონომიკა
ექსპოზიცია - „საქართველო - ღვინის აკვანი“ იაპონიაშიც იგეგმება
იაპონიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი, დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო" აღმასრულებელი დირექტორი, თინა კეზელი ცნობილი საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse" და კომპანიის „Sony Music Communications" წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წელს იაპონიაში უმნიშვნელოვანესი ქართული ექსპოზიციის „საქართველო - ღვინის აკვანი" გამართვის შესაძლებლობა და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. აღნიშნული გამოფენა საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში „Cité des Civilisations Du Vin" 2017 წელს 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათი ათასობით ვიზიტორს მიეცა. საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse" პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, რიოტა კიკუჩის, კომპანიის „Sony Music Communications" წარმომადგენელს, შიმეონ სატოს და ღვინის იმპორტის საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტს, ვატარუ ივამოტოს ქართული დელეგაციის წევრებმა გამოფენის „საქართველო - ღვინის აკვანი" დეტალური კონცეფცია გააცნეს. კონცეფცია, გარდა ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის შესახებ ექსპოზიციისა, ღვინის მაგისტრების სემინარებს, თემატური ფილმების ჩვენებას, ფოლკლორულ წარმოდგენებს, ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს შესახებ ლექცია- სემინარებს და ღვინის დეგუსტაციებს და სხვა ღონისძიებებს გულისხმობს გულისხმობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ექსპოზიციის საგამოფენო სივრცესთან ადაპტაციის, ასევე, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს. იაპონურმა მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აღნიშნული გამოფენის გამართვასთან დაკავშირებით მათი განსაკუთრებული ინტერესი და მხარდაჭერა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა რიოტა კიკუჩი, შიმეონ სატო, ვატარუ ივამოტო, ქართული კულტურისა და მეღვინეობის ისტორიის გასაცნობად, საქართველოში მოიწვია. იაპონიაში ექსპოზიციის „საქართველო - ღვინის აკვანი" და სხვა თემატური ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები ქართულმა მხარემ ტოკიოს ეროვნული მუზეუმის „უენო", „ნეძუს" მუზეუმის, ასევე გაკუშიკაიკანის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილეს. აღსანიშნავია, რომ გაკუშიკაიკანი 1928 წელს შექმნილი შვიდი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს, ჰოკაიდოს, ტოჰოკუს, ნაგოიას, კიოტოს, ოსაკას, კიუშუს უნივერსიტეტები) გაერთიანებაა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიება იმართება. იაპონიაში ქართული ექსპოზიციის „საქართველო - ღვინის აკვანი" გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეები უხლოეს მომავალში მიიღებენ.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)