2018-04-26 22:51:03, 1679 ნახვა
სამართალი
თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს
თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი უკვე საქართველოში ჩამოასვენეს.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი თქმით, სტამბოლში საქართველოს საკონსულო და კონსული მუდმივ კავშირზე იყვნენ ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გამოძიება.
თურქეთში საქართველოს მოქალაქე ლუხუმ ჯანჯარია მოკლეს. ამის შესახებ მოკლულის ახლობელმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. მისივე ცნობით, ჯანჯარია ერთ-ერთ სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. იგი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.
მოკლული ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ცხოვრობდა.
ავტორი: ,