|
2018-04-26 18:39:54, 1758 ნახვა
კომენტარი
თამარ კორძაია: ივანიშვილის დაბრუნება ნიშნავს, რომ მის მიერ შექმნილ გუნდში არავის ენდობა
„ეტყობა იმდენად ღრმა და დიდი კრიზისია, რომ ის ოფიციალური პოზიციის გარეშე უკვე ვერ ალაგებს პარტიაში ვითარებას და აქედან გამომდინარე, დაბრუნება მოუწია“, - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას. როგორც კორძაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ გუნდში არცერთ ადამიანს არ ენდობა. „პირველ რიგში, მინდა წუხილი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ თავის ჰობს მოწყვიტეს და ალბათ იმდენ დროს ხეების გადარგვას ვერ დაუთმობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოახერხებს ამასაც. რაც შეეხება თვითონ დაბრუნების საკითხს, აქ ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ მისი განცხადებებით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ, ის გამორიცხავდა პოლიტიკურ დაბრუნებას, თუ პოლიტიკურ პროცესებში მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „მეორედ მოსვლა არ იქნება“. ეტყობა იმდენად ღრმა და დიდი კრიზისია, რომ ის ოფიციალური პოზიციის გარეშე უკვე ვერ ალაგებს პარტიაში ვითარებას და აქედან გამომდინარე მას მოუწია დაბრუნება. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ არცერთ ადამიანს მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ გუნდში, არ ენდობა. ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი კრიზისის“, - განაცხადა კორძაიამ. მისივე თქმით, ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესების დარეგულირებას შეძლებს, თუმცა გამორიცხული არ არის, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გუნდი დატოვოს. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად მორჩილია ორივე მებრძოლი მხარე პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რა თქმა უნდა, ალბათ შეძლებს პარტიაში სიტუაციის მოწესრიგებას, მაგრამ ეს შეიძლება არ ნიშნავდეს იმას, რომ პარტიიდან ვიღაც არ წავა. საქმე იმაშია, რომ ყველაზე სერიოზული ნიშანი, რაც ამ პროცესში ჩანს, არის ის, რომ ის უკვე ვერ ხედავს ადამიანს, რომელიც მის ნდობას გაამართლებს და შეძლებს პრობლემიდან პარტიის გამოყვანას. ამიტომ, თვლის, რომ ეს თვითონ უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა თამარ კოძაია. რაც შეეხება ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის საკითხს, კორძაია ფიქრობს, რომ ეს ყოფილი პრემიერის ინტერესში არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მის ინტერესში არ უნდა იყოს მეტი საჯაროობა. ალბათ ახლაც დიდი კრიზისი რომ არ იყოს, ის თავისი სურვილით არ დაბრუნდებოდა. ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ის რეალურად როგორც ჩრდილოვანი მმათველი, გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე გამჭვირვალე პროცესებში მყოფი პირი, იმიტომ რომ პრეზიდენობა გამოიწვევს საჯარო სივრცეში დაბრუნებას და კითხვებზე პასუხის გაცემას. ეს უბრალოდ დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რამდენად უღირს მას პერსონალურად ასეთ საჯაროობაზე წამოსვლა. ჯერ არ ჩანს პრეზიდენტობა მას სჭირდება, თუ არ სჭირდება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)