2018-04-26 16:52:28, 2378 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთა რეიტინგში იულია ტიმოშენკო ლიდერობს
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, პრეზიდენტობის კანდიდატთა რეიტინგში ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციოლოგიური ჯგუფი "რეიტინგი" ავრცელებს.
გამოკითხვის მიხედვით, ტიმოშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს უკრაინელების 14% დაუჭერდა, მეორე ადგილზე რეიტინგში უკრაინის ყოფილი შს მინისტრი ანატოლი გრიცენკოა (11%), მესამეზე კი, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გავიდა - 9%.
გამოკითხვაში მონაწილეობა 6 000 ადამიანმა მიიღო და ის 10 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით ჩატარდა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
ავტორი: ,