|
2018-04-26 15:59:16, 1817 ნახვა
ეკონომიკა
„ექსპო ჯორჯიაში“ საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2018 ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გახსნა
„ექსპო ჯორჯიაში“ სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2018 გაიხსნა, რომელშიც წელს 17 ქვეყნის 200-მდე კომპანია იღებს მონაწილეობს. გამოფენა მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ საქართველოში თურქეთის ელჩთან, ფატმა სერენ იაზგანთან ერთად გახსნა. ირმა ქავთარაძის განცხადებით, გამოფენა წელს ოცდამესამედ ტარდება, მასში ჩვიდმეტი ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს და ეს ფაქტიც მიუთითებს, რომ აღნიშნული სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და უცხოური კომპანიების საქართველოთი დაინტერესების კარგი მაჩვენებელია. „მშენებლობის სექტორი ძალიან სწრაფად მზარდი და დინამიური სექტორია, რომელიც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ძალიან კარგად ვითარდება - მხოლოდ გასულ წელს მშენებლობაში მოზიდულ იქნა 295 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, რაც 115 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ეს არის ძალიან კარგი ინდიკაცია, ეს სექტორი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - განაცხადა ირმა ქავთარაძემ. როგორც გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, 23 წლის მანძილზე ამ გამოფენამ ყველაზე ეფექტიანი ინდუსტრიული მოვლენის სტატუსი მოიპოვა არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში. გამოფენა ორმხრივად დაინტერესებული მხარეების ერთ სივრცეში შეხვედრის იდეალური პლატფორმაა სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურების მიმწოდებლებისთვის ხელშეკრულებების დასადებად საქართველოსა და კავკასიის რეგიონის კომპანიებთან, დეველოპერებთან, არქტიტექტორებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ინდუსტრიით დაინტერესებულ სხვა მხარეებთან. „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის შემდგომი გაძლიერებისთვის, ეს ეხება როგორც სხვადასხვა დონეზე მხარდაჭერას, ასევე საკანონმდებლო მხარდაჭერას. სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი პარლამენტში აქტიური განხილვების ფაზაშია, ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს ძალიან ბევრ კანონქვემდებარე აქტს, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს დარგში დასაქმებულ კომპანიებს, რომ მათ თავიანთი ბიზნესი წარმართონ მომგებიანად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამშენებლო სექტორი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება“, - აღნიშნა ირმა ქავთარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას. Caucasus Build 2018-ში საქართველო, გერმანია, რუსეთი, ლიტვა, იტალია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ირანი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბელარუსი, ნორვეგია და შვეიცარია მონაწილეობს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე მსოფლიოში წამყვანი გამოფენების ცენტრი „ტუიაპი.“ გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“ 29 აპრილამდე გაგრძელდება.
(NS)
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)