|
2018-04-26 15:29:41, 1719 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: საუბარი ივანიშვილის დაბრუნების შესახებ არასწორია - ის არსად წასულა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ივანიშვილის დაბრუნება "ქართული ოცნების" ღრმა კრიზისის მაჩვენებელია. "არასწორია საუბარი ივანიშვილის "დაბრუნების" შესახებ. ივანიშვილი არსად წასულა. იგი ნაწილობრივ გამოვიდა ჩრდილიდან. "წასვლისას" მან განაცხადა, რომ მხლოდ მაშინ დაბრუნდებოდა, თუ ქვეყანა ღრმა კრიზისში ჩავარდებოდა. მისი არაფორმალური მდგომარეობიდან ნახევრადფორმალურ მდგომარეობაში გადასვლა ნიშნავს დიაგნოზსაც: ქვეყანა და "ოცნება" ღრმა კრიზისშია. რა შედეგი ექნება მის რეინკარნაციას? "გინდ შემოიტანეთ და გინდ გაიტანეთ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი"!ყველაზე მეტად " ვანოს შოუს" გაუხარდება. ცაში ავარდება მათი ისედაც მაღალი რეიტინგი. თანაც ხელის გაუნძრევლად", - წერს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)