|
2018-04-26 15:20:41, 2097 ნახვა
ეკონომიკა
თელავში „ბაზის ბანკის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
თელავში ერეკლე მეორის პირველ ნომერში „ბაზის ბანკის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალში 20-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული, რომლებიც მომხმარებელს, დღეიდან მოემსახურებიან. როგორც „ბაზის ბანკის“ გენერალური დირექორმა, დავით ცაავამ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ახალი ფილიალის გახსნის გადაწყვეტილება მომხმარებელთა მაღალი აქტივობის გამო მიიღეს. „თელავი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ პირველი რეგიონალური სერვის ცენტრი გაიხსნა 2002 წელს. 16 წელია წარმოდგენილები ვართ აქ და ვხედავთ, რომ მოთხოვნა იზრდება, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განახლებულ სივრცეში დიდი შესაძლებლობებით და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სერვისცენტრი გაგვეხსნა ქალაქის ისტორიულ უბანში. სერვისცენტრი მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ეს უფრო მეტი შესაძლებლობაა ჩვენთვისაც, რომ დავაბანდოთ თანხები როგორც ბიზნესში, ასევე სასოფლო მეურნეობაში“, - აღნიშნა ცაავამ. მისივე თქმით, აგრო მიმართულება და სოფლის მეურნეობის დაკრედიტება „ბაზის ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სოფლის მეურნეობის დაკრედიტებაში, ბუნებრივია რომ რეგიონალური სერვის ცენტრები, აქტიურად არიან ჩართულნი. ჩვენ გვყავს ცალკე ჯგუფი პროფესიონალების, რომლებსაც აქვთ ცოდნა იმისა, თუ სხვადასხვა აგრო მიმართულებას რა ტიპის დაფინანსება და მხარდაჭერა ჭირდება ფინანსური დაწესებულებისგან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უკვე რამდენიმე წელია ჩვენ კვარტალურად ვუშვებთ ჟურნალს „აგრო ბაზის“, რომელიც ორიენტირებულია სწორედ მცირე ფერმერულ მეურნეობებზე, აცნობს მათ სახვადასხვა სიახლეებს ამ მიმართულებით, მსოფლიოში არსებულ ტრენდებს. სოფლიოს მეურნეობის და ზოგადად აგრო მიმართულების დაკრედიტება „ბაზის ბანკისათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა დავით ცაავამ.
(R)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)