22:43 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 15:20:35, 1838 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ევროკომისიის სოფლისა და სოფლის მეურნეობის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკომისიის სოფლისა და სოფლის მეურნეობის გენერალურ დირექტორს,  ძერჟი პლევას შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების იმპლემენტაციის საკითხებსა და ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის) ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში სოფლის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერა. გვაქვს ახალი სტრატეგია; ევროკავშირიდან ვიღებთ დახმარებას ENPARD-ის ფარგლებში. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ევროკომისიის სოფლისა და სოფლის მეურნეობის  გენერალურმა დირექტორმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ძერჟი პლევა სოფლის განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად საქართველოში მიიწვია.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics