|
2018-04-26 11:42:39, 1798 ნახვა
საზოგადოება
ლონდონში ქართული ღვინო წარადგინეს
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში პრესისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია („Press and Trade Tour“) გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Swirl Wine Group“-ის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო და მასზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების კლასიკური და ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები. ლონდონში ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 38 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 98%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)