08:42 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 10:15:42, 1438 ნახვა

სამართალი
შიდა ქართლში უკანონო სახერხი დანადგარები ამოიღეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარების ფუნქციონირებისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომლეს მიმდებარედ, დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარის უძრავი ნაწილის - ლიანდაგის დემონტაჟი განახორციელეს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული 3 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და  ფიჭვის სახეობის 6 ერთეული დაუფირნიშებელი მორი. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში კი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებული იყო 32 ერთეული უკანონოდ მოპოვებული ფიჭვის სახეობის სამასალე მორი. ასევე ფიჭვის სახეობის 26 ერთეული დაუფირნიშებელი სამასალე მორი კი ეზოში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე იყო განთავსებული ტრანსპორტირების მიზნით. 

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავებისა და ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევების გამო, რაც, ჯამში, 5000 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

სახერხი დანადგარი დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics