23:37 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 22:00:09, 1942 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2.4%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი აპრილისათვის 19.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე 459.1 მილიონი ლარით, ანუ 2.4 პროცენტით მეტია (გაცვლითი კურსის  ეფექტის გარეშე 4.1 პროცენტით მეტი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 461.3 მლნ ლარით, ანუ 4.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 5.9 პროცენტით),  ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 2.2 მლნ ლარით, ანუ  0.03 პროცენტით (გაცვლითი კურსის  ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.5 პროცენტით).

„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 37.21 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.93 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.33 პროცენტული პუნქტით).

 ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics