04:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 20:58:47, 2462 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა სომეხთა გენოციდი აღიარა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომეხთა გენოციდი აღიარა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

როგორც ტრამპმა აღნიშნა სომხების გენოციდი მე-20 საუკუნის ყველაზე შემაძრწუნებელი დანაშაულია.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ ვინ გენოციდის დროს დაიღუპა და დაშავდა. ეს მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელი დანაშაულია. ვუერთდები სომეხთა დიასპორას ამერიკაში და მთელ მსოფლიოში. ვგლოვობ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას",-განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, მსოფლიოს უნდა ახსოვდეს მასობრივი მკვლელობების შემსრულებლები, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

ცნობისთვის, თურქების მიერ სომხების გენოციდი აღიარეს: რუსეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ, შვეიცარიამ, საბერძნეთმა, ვატიკანმა, ჩილემ, შვედეთმა, პოლონეთმა, ავსტრიამ, ნიდერლანდებმა, სლოვაკეთმა, კვიპროსმა, ლიტვამ, ლუქსემბურგმა, არგენტინამ, ვენესუელამ, ბრაზილიამ, ბოლივიამ, ლიბანმა და აშშ-ის 44 შტატმა. თურქეთი ბრალდებებს უარყოფს. შეგახსენებთ, რომ სომხების გენოციდი 1915 წლის 24 აპრილს დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics