|
2018-04-25 16:14:43, 1562 ნახვა
კომენტარი
მოგერინი: ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს
ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გაეროსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ჰუმანიტარული დახმარება აუცილებლობაა და არა ერთ-ერთი შესაძლებლობა. მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე გამოყო 11 მილიარდ ევროზე მეტი სირიის მოსახლეობისა და დევნილების დასახმარებლად. „ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს, თუმცა ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ერთიან, მშვიდობიან სირიას, რომელიც პოლიტიკური რეგულირების გზით ივლის“,- აღნიშნა მოგერინიმ. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმება არ უნდა შეიცვალოს. მოგერინის თქმით, არსებული შეთანხმების ფარგლებში, ოფიციალური თეირანი პირობებს ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)