11:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 15:45:13, 1337 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება

ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საავტომობილო ტექნიკის ახალი ბაზა გახსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს.

საავტომობილო ტექნიკის სარემონტო ბაზაზე დღეს საზეიმო ცერემონიალიც გაიმართა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს, რის შემდეგაც ახალი ცეცხლმაქრი ყველგანმავლის პრეზენტაცია გაიმართა. ლოგისტიკის სარდლობამ ახალი მუხლუხოებიანი ტექნიკა შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის სარემონტო ცენტრში დაამზადა.

ქართველ ლოგისტიკოს სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად მიულოცეს.

ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი „ლოგისტიკის წლად“ გამოაცხადა. მინისტრის თქმით, რეფორმების მიზანია ხარჯების ოპტიმიზაციისა და დაზოგვის პარალელურად ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება. მინისტრის თქმით, რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რაც გულისხმობს ქვედანაყოფების შტატისა და აღჭურვილობის სიების საფუძველზე ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური უზრუნველყოფის ეფექტურობის გაზრდას.

ლოგისტიკის რეფორმის ფარგლებში მართვის ავტომატიზებული პროგრამის დანერგვაც იგეგმება, რომელიც არსებული საკუთრებისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობების მართვას გააადვილებს. პარალელურად მიმდინარეობს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე მარაგების განსაზღვრა და დაგეგმვა. მიმდინარეობს მუშაობა თავდაცვის გეგმის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებასა და თანამედროვე სტანდარტების სასაწყობე მეურნეობის განვითარებაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics