2018-04-25 13:55:08, 2275 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა
პარტია "სამოქალაქო თანხმობის" ლიდერი და ერევნის აქციების მთავარი ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ფაშინიანის პრემიერად დანიშნვისთის 53 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ამასთან, ოპოზიციურ ფრაქციას სომხეთის პარლამენტში 40 მანდატი გააჩნია.
მედიის ცნობით, ერევანში მიმდინარე აქციის მონაწილეები "რესპუბლიკური პარტიის" გადადგომას და პრემიერ-მინისტრად ნიკოლ პაშინიანის დანიშვნას ითხოვენ. ამასთან ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
ავტორი: ,