|
2018-04-25 12:34:41, 1774 ნახვა
საზოგადოება
გამარტივებული საქმისწარმოების სერვისით 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2018 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს. ბიუროს ცნობით, 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში დავალიანების გადახდის შესახებ 11 964 აპლიკაცია შევიდა, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 197 აპლიკანტს უარი ეთქვა წარმოებაზე. ამასთან, გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერებმა 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით წარმოებაში მიიღეს 10 080 აპლიკაცია, ხოლო 3 თვის განმავლობაში დაასრულეს 6 022. 3 თვის განმავლობაში დასრულებული საქმეებიდან ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში გადახდა განხორციელდა 56 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 898 შემთხვევაში. „აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2018 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები. გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)