|
2018-04-24 20:09:21, 1411 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: კანონით დაცული იქნება ბალანსი სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის
სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში დღეს დაიწყო. კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახური დამატებით ფუნქციებს იძენს, რაც მისი საქმიანობის ეფექტიანობას აამაღლებს. „მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას. სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოსწავლეთა დაცვას ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც შიდა, ასევე, გარე პერიმეტრზე, კამერების დამონტაჟება. იზრდება სამინისტროებს შორის კოორდინაცია, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თუ გაჩნდება მოსწავლეებს შორის კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი ინციდენტები თავიდან აიცილოს. ასევე, იზრდება მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ, იცვლება მანდატურების დანიშვნის წესი – მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას. შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების სამინისტროს კოორდინირებული მუშაობით დაწყებული რეფორმის ფარგლებში, სკოლებში მანდატურების უფლებამოსილების გაზრდის ფონზე, კანონით დაცული იქნება ბალანსი სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის. „რასაც მანდატურის სამსახური განახორციელებს, იქნება ეს უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერება, მოსწავლის შეყოვნება, იმ შემთხვევაში თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ყველა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის უფლებამოსილი პირი, ასევე, მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა. საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მომზადდა უწყებათა შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)