2018-04-24 15:32:50, 1686 ნახვა
სამართალი
ბათუმში გაუჩინარებული 15 წლის გოგონა თბილისში იპოვეს
ბათუმში გაუჩინარებული 15 წლის გოგონა სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურში განუცხადეს, გოგონა თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, მე-10 კლასის მოსწავლე ბათუმში, სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ უკან არ დაბრუნებულა. მოზარდის ოჯახმა დასახმარებლად პოლიციას 21 აპრილს მიმართა.
ავტორი: ,