01:59 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 14:37:38, 1983 ნახვა

საზოგადოება
ქართველი რესტავრატორები პოლონეთში დაცული ქართული ხელნაწერების სარესტავრაციო გეგმაზე მუშაობენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრატორები კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავადი ჩარტორისკების ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების დაზიანების ხარისხს სწავლობენ, რის შემდეგაც სარესტავრაციო მეთოდიკასა და გეგმას შეადგენენ.

ქართველი რესტავრატორები პოლონეთში კრაკოვის ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული არქივის შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან, რათა ქართულ ხელნაწერთა სარესტავრაციო და საკონსერვაციო საჭიროებები განსაზღვრონ.

ჩარტორისკების ბიბლიოთეკაში, რომელიც ცოტა ხნის წინათ გახდა კრაკოვის ეროვნული მუზეუმის საკუთრება, XI-XVIII საუკუნეების  11 ქართული ხელნაწერია დაცული. მათ შორის სამი ეტრატზეა შესრულებული. წინასწარი ინფორმაციით, ოთხი ხელნაწერი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ექვსმა მეტნაკლები სიმძიმის დაზიანებებით მოაღწია ჩვენამდე.

ქართველი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ ქართული და პოლონური მხარეები ხელნაწერთა რესტავრაციის დეტალებზე შეთანხმდებიან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics