|
2018-04-24 14:18:03, 1659 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ტოჩინოშინს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინო გადასცა
იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო" აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი წარმატებით მოასპარეზე ქართველ სუმოისტებს ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) შეხვდნენ. შეხვედრას იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლევან ცინცაძე დაესწრო. 2018 წელს, სუმოს ისტორიაში პირველად ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ლევან გორგაძის გამარჯვება, საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, დავით ტყემალაძემ, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსგან საჩუქრად ლევან გორგაძეს 5-ლიტრიან ბოთლში, სპეციალურად გამარჯვების აღსანიშნავად ჩამოსხმული საფერავი გადასცა. ვიზიტის ფარგლებში, დავით ტყემალაძე და თინათინ კეზელი, საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse", ტოკიოს ეროვნული „უენოს" მუზეუმის და ასევე „ნეზუს" მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენის საკითხი განიხილეს. 2018 წელს, იაპონიაში, ადგილობრივ საგამოფენო სივრცეზე ადაპტირებული უმნიშვნელოვანესი გამოფენა „საქართველო- ღვინის აკვანი" გაიმართება. აღნიშნული გამოფენა საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში „Cité des Civilisations Du Vin" 2017 წელს 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათეულ ათასობით ვიზიტორს მიეცა. იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები „გაკუშიკაიკანის" წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს. გაკუშიკაიკანი 1928 წელს შექმნილი შვიდი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს, ჰოკაიდოს, ტოჰოკუს, ნაგოიას, კიოტოს, ოსაკას, კიუშუს უნივერსიტეტები) გაერთიანებაა. ორგანიზაცია უნივერსიტეტებს შორის კომუნიკაციისა და მეგობრობის გაღრმავების მიზნით შეიქმნა. გაერთიანების ფარგლებში, სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიება იმართება.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)