|
2018-04-23 21:12:20, 2104 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: სამართალდამცავი ორგანოები ნულოვან ტოლერანტობას გვიანონსებენ
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ შავი კამპანია მიმდინარეობს.როგორც მარგველაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოები ნულოვან ტოლერანტობას აანონსებენ. „შავმა პიარმა არ უნდა დაგვაბრუნოს ჩვენ იმ პერიოდში, სადაც სახელმწიფოს პოლიტიკა ნულოვანი ტოლერანტობა იქნება, რადგან ამის ისტორიისთვის ჩაბარება ჩვენი მონაპოვარია. საუბრობდნენ ფრაზებით, მაგალითად როგორიცაა „საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრის“ და ა.შ. მაგრამ ახლა ათი დღის შემდეგ დავინახე, თურმე საჭიროა ძალადობაზე ნულოვანი ტოლერანტობა. თქვენ გესმით ეს ფრაზები, რომელიც ჩამოყალიბდა. ნულოვანი ტოლერანტობა- გვიანონსებენ სამართალდამცავი ორგანოები. აღარ ვლაპარაკობ საბჭოთა ტექსტებზე. ეს იყო ის თემა, რისთვისაც წინა ხელისუფლებას 9 წლის განმავლობაში ვაკრიტიკებდით, ყოველ შემთხვევაში მე. 6 წელია ჩვენ ამ საზოგადოებას ვამადლით, რომ ის ხალხი, ვისაც ნულოვანი ტოლერანტობა ჰქონდა, ხელისუფლებას მოვაშორეთ. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური ფიგურები დაიწყებდნენ საუბარს ტერმინებით „საქართველოში საჭიროა ნულოვანი ტოლერანტობა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა: „ჩვენ ვერ დავიკვეხნით იმით, რომ შევძელით ახალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. ეს იყო ყველა ხელისუფლების გამოწვევა. ჩვენ ამას დღეს ვერ ვიტყვით, რომ გავართვით თავი, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ პროცესის ეროზია არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეტო გამოვიყენე და ბევრი ვეცადე პოლიტიკურად ეს თემა ხშირად წამოწეული მქონოდა, მაინც ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს მიმართულებით ყველაფერი გავაკეთე. რა გამოწვევების წინაშეც არის სასამართლო, მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ამ ნაწილში ვაცნობიერებ. გამოსავალი იქნებოდა კოორდინირებული მუშაობაში.ჩვენ რომ, ვყოფილიყავით აბსოლიტურად გაერთიანებულები, უკეთეს სასამართლოს მივიღებდით“,-ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)