23:29 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 17:49:23, 2237 ნახვა

ეკონომიკა
თურქულმა „MUSIAD“-მა ქართული კომპანიებისთვის უცხოეთის ბაზრებზე გასვლაში დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული გაერთიანების პრეზიდენტი აბდურრაჰმან კაანი ხელმძღვანელობს. აღნიშნულმა ასოციაციამ თბილისში ოფისი დააფუძნა, რომელიც ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნა.

შეხვედრაზე  დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა საუკეთესო და თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე, რომელიც ყოველწლიურად ზრდის დინამიკით გამოირჩევა. მისი თქმით, აღნიშნულზე ასევე პოზიტიურად აისახება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანა და აგრეთვე საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის ამოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი საწარმოების შექმნას, რაც თავის მხრივ, გარკვეულწილად, ქართული ექსპორტის დივერსიფიკაციასაც უზრუნველყოფს.                                                                                                                                           

თურქული ორგანიზაციის პრეზიდენტმა აბდურრაჰმან კაანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს ინფორმაცია მიაწოდა “MUSAID”-ის საქმიანობის შესახებ, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით. მისი თქმით, თურქული ასოციაცია შეძლებს, დაეხმაროს ქართველ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციისთვის საერთაშორისო ბაზრების მოძიებაში. გარდა ამისა, ასოციაციის პრეზიდენტმა ქართული მხარე მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბულში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია, რომელიც თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics