11:20 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 17:01:09, 901 ნახვა

რეგიონი
აჭარა 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „KITF 2018“  წარადგინა.

დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. 

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყაზახეთში 2000 წლიდან იმართება და მასში ტურისტული კომპანიები/ორგანიზაციები 63 ქვეყნიდან ღებულობენ მონაწილეობას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა იანვრიდან დღემდე 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია აჭარას რეკლამირება. მათ შორის ვილნიუსის, ბერლინის, მადრიდის, ტალინის, თელ-ავივის, ჰელსინკის, სტამბოლისა და პეკინის ტურისტულ გამოფენებზე. 

„მსგავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს უშუალოდ პოტენციურ ტურისტებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ და ამასთანავე, საქმიანი შეხევდრები გავმართოთ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული/სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მთელ მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია თუ კომპანია  მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც ძალიან კარგი საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ მიმდინარე წელს, რეგიონს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გავუწევთ პოპუალრიზაციას, რაც 16 სამიზნე ქვეყანაში აქტიურ სარეკლამო კამპანიებთან ერთად აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს და რეგიონში გაიზრდება ტურისტების რაოდენობა“, განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics