02:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 16:02:53, 369 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს კინოლოგიურ სამსახურს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ეწვივნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიურ სამსახურს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს ჯორჯიის შტატის პოლიციისა და საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა კინოლოგიური სამსახური დაათვალიერეს, სადაც კაპიტალური სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრები გაეცნენ ოდოროლოგიური ექსპერტიზის და კრიმინალისტების მუშაობის სპეციფიკას. დელეგაციის წევრები სამოსამსახურეო ძაღლების მიერ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის სიმულაციურ ვარჯიშებსაც დაესწრნენ. ასევე INL-ის თაოსნობით განხორციელებულ K9 პროექტის შედეგებს.

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროსთან (GBI) 2010 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ტრენინგები და სემინარები, ასევე გაცვლითი პროგრამები რეგულარულად ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics