|
2018-04-22 16:59:46, 817 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს პერიოდში განახლდება
დღეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ესტუმრნენ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაწყებულია, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მხრიდან მოხდა სამუშაოების გაჭიანურება და შეჩერება. მინისტრმა პირადად დაათვალიერა სანაპიროზე დაწყებული მშენებლობა და ტურისტული სეზონის წინ არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობის და მოსახლეობის წარმომადგენლებს მიაწოდა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე მოხდა არსებული ვითარების შეფასება და სამუშაოების განახლებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება. „სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი 1 მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ ქობულეთში სამუშაოების შესრულებას. დღეს უკვე მათ მიერ განთავსებულია შეკვეთები ბეტონის ნაკეთობის დამზადებისთვის. ანუ მათ პრაქტიკულად დაწყებული აქვთ საქმიანობა" - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. ქობულეთის სანაპირო ზოლის ტურისტულ სეზონამდე მოწესრიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს საკითხით დაინტერესებისთვის. მისი თქმით, ახალი კომპანიის პირობებში მოხდება სამუშაოების დაჩქარება. „ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება"-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრების გაზრდა, შემცირდება შტორმის დროს ნაპირსამაგრ კედელზე ტალღების ზემოქმედება, რაც ქობულეთის მოსახლეობას და მის დამსვენებლებს საშუალებას მისცემს დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ისარგებლონ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)