2018-04-22 16:26:59, 2606 ნახვა
მსოფლიო
ნიკარაგუაში ჟურნალისტი პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს (ვიდეო)
ნიკარაგუელი ჟურნალისტი, ანჯელ გაჰონა ანტისამთავრობო აქციის დროს, Facebook-ის პირდაპი ეთერში მოვლენების გაშუქებისას მოკლეს.
მკვლელობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დაეცა კაცი მიწაზე.
BBC-ის ცნობით, ნიკარაგუაში საპროტესტო აქცია საპენსიო რეფორმის გატარების დღესვე, 18 აპრილს დაიწყო.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ,