|
2015-05-22 15:25:07, 425 ნახვა
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რუისის მიმდებარედ გამართულ აქციას ეხმაურება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუსის მონაკვეთის მიმდებარედ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება. როგორც დეპარტამენტი განმარტავს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მონაკვეთის მიმდებარედ, დაგეგმილია ადგილობრივი მიმოსვლის საავტომობილო გზების მოწყობა. „საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სიტუაციას და მოსახლეობას შეხვდნენ. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება და პროცედურების შესაბამისად შესრულდება სამუშაოები. პროექტის საბოლოო დასრულებამდე, მოსახლეობისთვის მოეწყობა ჩქაროსნული მაგისტრალიდან გადასასვლელი დროებითი მიერთების გზები, რაც ადგილობრივებს მისცემს საშუალებას შეუფერხებლად გადაადგილდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)