11:09 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 12:57:29, 2013 ნახვა

საზოგადოება
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს" ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. 

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მისი თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე წელია სუფთავდება და მდგომარეობა გაუმჯობესებულია. 

„გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის ადამიანები, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი მომავალი. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში. უკვე მეორე წელია ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიება ტარდება და აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესია მდგომარეობაა", - განაცხადა მაია ბითაძემ.

 „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით , „დედამიწის დღე“ ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით, მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს.

 "დღეს მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია „პლასტიკის ერის დასასრული“, რათა გადავარჩინოთ და გავათავისუფლოთ დედამიწა პლასტიკისგან. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას, რომელთან ერთადაც ვაკეთებთ თბილისში ამ აქციას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური საქართველოსთვის“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ. 

2018 წელს "დედამიწის დღის" დევიზია „პლასტიკის ერის დასასრული". დღეს დასუფთავების აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. „დედამიწის დღე“ პირველად მსოფლიო მასშტაბით 1970 წელს აღინიშნა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics