07:16 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 09:59:48, 1958 ნახვა

სამართალი
შსს-მ ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები: 1996 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ. ტ., 1998 წელს დაბადებული ა. გ. და 1995 წელს დაბადებული გ. ვ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების არაერთგზის ქურდობაში. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მოქალაქის კუთვნილ მოპედს იპარავდნენ.

პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული 3 მოპედი და ავტომობილის ნაქურდალი საბურავები ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ სხვადასხვა დროს მოპარული საბურავები და უკანონოდ გასხვისებული აკუმულატორები.

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ნაქურდალი სატრანსპორტო საშუალებების და ავტომობილების ნაწილების კანონიერ მფლობელთა ვინაობის დადგენა.

სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics