10:25 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-21 11:42:30, 2516 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტს, რობერტ ბლაუს (Robert Blau) შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით  საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების სექტორს და მისი გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტის მნიშვნელობას, რომლის საფუძველზეც საქართველოში  ამერიკული განათლების მიღებაა შესაძლებელი.

„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. აღნიშნულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საქართველოში დააფინანსა ბევრი პროექტი, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რასაც ამჟამად ერთობლივად ვახორციელებთ, არის განათლების რეფორმა, რომელიც საქართველოში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს სამ პარტნიორ უნივერსიტეტში სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის დარგში.  საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოყოს დამატებითი დაფინანსება, რათა რაც შეიძლება ბევრ სტუდენტს საქართველოდან, შეეძლოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებზე სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში განათლების სისტემის რეფორმას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics